ჰუალინგი თბილისის ზღვის ქალაქში ვილებს ააშენებს

საქართველო, თბილისი - 13:04 | 13.01.2017
ნანახია: 1845

“ჰუალინგ ჯგუფმა“ თბილისის ზღვის ქალაქის განვითარების მეორე ეტაპი დაიწყო.

კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, უკვე დაწყებულია ახალი 10 კორპუსის მშენებლობა და აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სავაჭრო პლაზაში მოიჯარეების მოსაზიდად. იგეგმება  ვილების ზონის აშენებაც. 

ვანგ შენგსინი აღნიშნავს, რომ  საქართველოს სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულება $150 მილიონის ინვესტირებაზე გადაჭარბებით შესრულდა და ინვესტიციების ჩადება სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება, თუმცა ამ ეტაპზე ბიზნესმენი არ აკონკრეტებს, როგორი იქნება უახლოესი წლების საინვესტიციო პორფელი.

„ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სავაჭრო პლაზას დატვირთვისთვის, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი საბითუმო ვაჭრობის ცენტრი იქნება. საჭიროა მოიჯარეების მოზიდვა და ვფიქრობთ, ცენტრის ამოქმედება კიდევ მეტ საქონელს შემოიტანს საქართველოში და ხელს შეუწყობს ქართველი ხალხის კეთილდღეობას“, - განაცხადა ვანგ შენგსინმა სასტუმროში "ფანდი", სადაც საქართველოში მოღვაწე ჩინელმა ბიზნესმენებმა წინასაახალწლო წვეულება გამართეს, ახალი წელი ჩინური კალენდრით 28 იანვარს დგება.   

„ჰუალინგ ჯგუფმა“ საქართველოში ინვესტირება 2007 წლიდან დაიწყო და შემდეგი 8 მსხვილი საინვესტიციო პროექტი განახორციელა.  საინვესტიციო კაპიტალი  500 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში 3 000-ს აღემატება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე