საქართველოს ისრაელის წამყვანი ჟურნალისტები სტუმრობენ

საქართველო, თბილისი - 13:24 | 10.01.2017
ნანახია: 1362

საქართველოს ტურისტული მიმართულების გასაცნობად ისრაელის წამყვანი მედიასაშუალებების 15-მდე ჟურნალისტი თბილისს ეწვია. მედიის წარმომადგენლებს საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატაში „ისრაელის სახლის" ხელმძღვანელი და ბიზნეს პალატისპრეზიდენტი იციკ მოშე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდნენ.

პრესტურში მონაწილეობენ ისრაელის მრავალმილიონიანი აუდიტორიის მქონე მედიასაშუალებები. უცხოელი ჟურნალისტებისთვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თემაზე „საქართველოს ტურიზმის პოტენციალი - 2017 " პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიების ფარგლებში გიორგი ჩოგოვაძემ და იციკ მოშემ საქართველოში მოქმედი ისრაელისტურისტული კომპანია „დორონ თრეველი" ისრაელიდან და მსოფლიო ებრაელობიდან საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტისშემოყვანისთვის. (20 ათასი ტურისტი წლიურად) სპეციალური სიგელით დააჯილდოვეს.

სტატისტიკური მონაცემებით, ისრაელიდანსაქართველოს 2016 წელს 92213 საერთაშორისო მოგზაურო ეწვია, ზრდა 2015 წელთან შედარებით 55%-ით მეტია. საქართველოშისაერთაშორისო მოგზაურთა ტოპ ათეულში ისრაელი მე-7 ადგილს იკავებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე