1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7550 ლარი გახდა

საქართველო, თბილისი - 17:01 | 09.01.2017
ნანახია: 1261

9 იანვრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7550 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7674 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.24 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8969 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9334 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.65 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.7379 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ბრიტანული ფუნტი და 3.3473 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 10 იანვრიდან შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე