ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის 48%-იანი მატებაა

საქართველო, თბილისი - 15:29 | 09.01.2017
ნანახია: 1299

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რაოდენობა 48%-ით გაიზარდა. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემები ცხადყოფს, 2016 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რეგულარული და არარეგულარული რეისებით, 271 ათას 363 მგზავრს მოემსახურა. 2015 წლისთვის კი აღნიშნული მაჩვენებელი 182 ათას 954 მგზავრს შეადგენდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, რომ 2016 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს მგზავრთნაკადი 48,32%-ით გაეზარდა.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2016 წელს 2014 წელთან შედარებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 24%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე