თურქეთს თხილის საექსპორტო არეალის გაფართოება სურს

საქართველო, თბილისი - 10:51 | 06.01.2017
ნანახია: 1628

თურქეთი თხილის ექსპორტის მხრივ მსოფლიო ბაზარზე ნომერ პირველი მოთამაშეა. 2016 წელს თურქეთმა 227 556 ტონა თხილის ექსპორტი მოახდინა.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2015 წელს თურქეთმა მსოფლიო ბაზარზე 240 137 ტონა თხილი გაიტანა, საიდანაც 2 მლრდ 827 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

თხილი თურქეთის „მწვანე ოქროდ“ მიიჩნევა და ის 2016 წელს მსოფლიოს 120 ქვეყანაში გაიყიდა. წესისამებრ თურქული თხილის უმეტესობას ევროპა მოიხმარს

თურქული თხილის ექსპორტიორების გეგმაშია საექსპორტო არეალის გაფართოება და ახალი ბაზრების დაპყრობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე