ლარი დოლართან მიმართებაში 6.11 თეთრით გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 16:58 | 05.01.2017
ნანახია: 1348

5 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7303 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6692 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 6.11 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8649 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7858 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 7.91 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.7549 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ბრიტანული ფუნტი  და 3.3574 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 6 იანვრიდან შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე