გუდაურსა და ბაკურიანში ფოტოების გადასაღებად სპეციალური ჩარჩოები დამონტაჟდა

საქართველო, თბილისი - 15:40 | 05.01.2017
ნანახია: 1358

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გუდაურსა და ბაკურიანში ფოტოების გადასაღებად სპეციალური ჩარჩოები დაამონტაჟა.

სასურათე ჩარჩო სოციალური ქსელების საშუალებით კურორტების პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს. გუდაურში ჩარჩო გონდოლის ზედა სადგურთან ზღვის დონიდან 2750 მეტრზე მდებარეობს, ბაკურიანში კი 2702 მეტრზე.

გუდაურში ახლადდამონტაჟებული ჩარჩოსთან სამახსოვრო ფოტოები ტურისტებთან ერთად გადაიღო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმაც.

ადმინისტრაცია მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას 2017 წელსაც გააგრძელებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე