ლარი ისევ გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 17:10 | 29.12.2016
ნანახია: 1204

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ხვალიდან, ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.6562 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6441 ლარს შეადგენდა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან, ერთი ევროს შეძენა 2.7821 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7596 ლარს შეადგენდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე