თურქეთი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დასრულებას 2017 წლის 1-ელ აპრილამდე გეგმავს

საქართველო, თბილისი - 14:47 | 27.12.2016
ნანახია: 1522

თურქეთმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის, საკუთარი მონაკვეთის მშენებლობის დასრულების ვადები ვერ დაიცვა.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა მშენებლობის დასრულების ვადა 2017 წლის 1-ელ აპრილამდე უკვე გაახანგრძლივა.

აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო და პირველადი გეგმის მიხედვით სამ წელიწადში უნდა დასრულებულიყო. თუმცა როგორც ირკვევა მისი ექსპლუატაციაში შესვლა გადავადდა. პროექტის მიხედვით, სარკინიგზო მაგისტრალის სიგრძე 826 კილომეტრია. აქედან საქართველოს ტერიტორიაზე, 254 კილომეტრი გაივლის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე