რუსთავში წყლის გადასახადი გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 14:07 | 27.12.2016
ნანახია: 1392

საქართველოს ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 2017 წლის წყალმომარაგების ტარიფებს განიხილავს. სხდომაზე წარმოდგენილია სამი კომპანია - „რუსთავის წყალი“, „მცხეთის წყალი“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“.

სემეკ-მა გადაწყვეტილება უკვე მიიღო „რუსთავის წყლის“ 2017 წლის ტარიფთან დაკავშირებით. ტარიფი 0,45 თეთრით გაიზარდა არასაყოფაცხოვრებო მიმართულებით კომერციულ კომპანიებზე, ხოლო ვისაც მრიცხველი არ აქვს, მათთვის წყლის ტარიფი 13 თეთრით გაიზარდა.

რაც შეეხება „მცხეთის წყალს“, ამ შემთხვევაში სამომხმარებლო ტარიფი გამრიცხველიანებული და გაუმრიცხველიანებელი აბონენტების შემთხვევაში უცვლელი დარჩა, ხოლო კომერციული ტარიფი ერთი ლარით შემცირდა.

სემეკი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის „ 2017 წლის ტარიფს ცოტახანში დაადგენს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე