ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებად არჩილ მესტვირიშვილი და მურთაზ კიკორია დაინიშნენ

საქართველო, თბილისი - 15:23 | 23.12.2016
ნანახია: 1541

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებად არჩილ მესტვირიშვილი და მურთაზ კიკორია დაინიშნენ.

2016 წლის 1 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა 7 წლის ვადით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად არჩილ მესტვირიშვილი, მურთაზ კიკორია და რობერტ სინგლეტარი აირჩია.

ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, ვიცე-პრეზიდენტებს - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე