თიბისი ბანკი მენეჯმენტის წევრების მიერ აქციების გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 12:32 | 22.12.2016
ნანახია: 1267

საზოგადოებაში გაჩენილი ინტერესის პასუხად, თიბისი ბანკი ავრცელებს განცხადებას, მენეჯმენტის წევრების მხრიდან აქციების გაყიდვასთან დაკავშირებით.

„საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის თანახმად,  ბანკის  მენეჯმენტი კომპენსაციის უმეტეს ნაწილს ნაღდი ფულის ნაცვლად აქციების სახით იღებს.  მათ აქვთ სრული უფლება, ნებისმიერ დროს,  პირადი თუ ოჯახური საჭიროებიდან გამომდინარე, გაყიდონ მათ მფლობელობაში არსებული აქციები.

ისეთ კომპანიებში, რომელთა აქციებიც ივაჭრება საერთაშორისო თუ ადგილობრივ  ბირჟებზე,  მენეჯმენტის  წევრების/აქციონერების  მხრიდან  აქციების გაყიდვა არის გავრცელებული პრაქტიკა, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.

აღსანიშნავია, რომ მენეჯმენტის ყველა ის წევრი, რომელმაც აქციების უმნიშვნელო  წილი ახლახანს გაასხვისა, კვლავ რჩება თიბისი ბანკის აქციონერად და ტოპ-მენეჯმენტის შემადგენლობაში", - ნათქვამია თიბისი ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე