ტრამპი საქართველოსა და აზერბაიჯანში ბიზნეს-პროექტებს აჩერებს

საქართველო, თბილისი - 12:00 | 17.12.2016
ნანახია: 1534

ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კომპაია ტრამპ ორგანიზეიშენი აზერბაიჯანსა და საქართველოში ბიზნესს აჩერებს, ამის შესახებ ტრამპის ადვოკატმა ალან გარტენმა განაცხადა.

მისივე თქმით, კომპანიამ აზერბაიჯანში ფეშენებლური სასტუმროს მშენებლობის ლიცენზია უკან გაიწვია. ანალოგიურ გადაწყვეტილებას კომპანია საქართველოში დაგეგმილ დეველოპერულ პროექტთან დაკავშირებითაც მიიღებს.

კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, აზერბაიჯანმა და საქართველომ სალიცენზიო შეთანხმების პირობები ვერ დააკმაყოფილეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე