ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება გრძელდება

საქართველო, თბილისი - 17:27 | 14.12.2016
ნანახია: 1610

2017 წელს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა დაიწიყება, რომლის ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 30 მილიონ ლარი იქნება. როგორც საქართველოს მთავრობაში განმარტავენ, ამ მომენტისათვის, მიმდინარეობს IATA Consulting-ის მიერ მომავალი ტერმინალის ფუნქციური განაწილების მოდელის შემუშავება. პროექტის ღირებულება კი 6 მილიონ ლარზე მეტია.

როგორც ცნობილია, აეროპორტს დაემატება საჰაერო ხომალდის 3 ახალი სადგომი და აეროპორტში ჯამში საჰაერო ხომალდის 6 სადგომი იქნება
ნოემბრის ჩათვლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 243.918 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 41%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (172.554).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე