დიმიტრი ქუმსიშვილი: ტურიზმიდან შემოსავალმა 2 მლრდ დოლარს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 16:03 | 14.12.2016
ნანახია: 1256

ტურიზმის სფეროში გატარებული პოლიტიკის შედეგად ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ყოველწლიურად იზრდება, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვლმა, 2017 წლის ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვისას.

მისი თქმით, 2016 წლის 11 თვის მონაცემების მიხედვით ტურიზმიდან შემოსავალმა გადააჭარბა 2.0 მილიარდ დოლარს, რაც 2012 წლისამავე პერიოდთან მიმართებაში 55%-იანი ზრდაა.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, 2015 წლის 11თვის მონაცემებით საქართველოს აეროპორტებში მგზავრების რაოდენობამ შეადგინა 2.638 მლნ კაცი.მგზავრების ზრდამ შეადგინა 25% 2015 წელთან შედარებით და 103% 2012 წელთან მიმართებაში.

რაც შეეხება ფრენების რაოდენობას, 2016 წლის 11 თვეშიამ მაჩვენებელმა 13 924 შეადგინა, რაც 11 პროცენტითმეტია წინა წელთან შედარებით.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2012 წელთან შედარებით საქართველოს აეროპორტებში 18%-ით გაიზარდა ფრენების რაოდენობა.

2016 წლის 11 თვის მონაცემებით ვიზიტორების რაოდენობამ შეადგინა 5.865 მლნ ადამიანი 8%-ით მეტი 2015 წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე