ჩინეთმა ნავთობის მოპოვება შეამცირა

საქართველო, თბილისი - 15:08 | 13.12.2016
ნანახია: 1221

ჩინეთი, რომელმაც 2015 წელს მსოფლიოში მეხუთე ადგილი დაიკავა  ნავთობის წარმოებაში მიმდინარე წელს ნავთობის წარმოება შეამცირა 300 ათასი ბარელით დღე/ღამეში.  

კომპანია Energy Aspects Ltd-ის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ  2017 წელს ჩინეთი ნავთობის მოპოვებას შეამცირებს  200 ათასი ბარელით დღე/ღამეში.

მიმდინარე წლის 10 დეკემბერს ოპეკის შეხვედრაზე ვენაში მიიღეს გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით 2017 წლის იანვრის თვიდან 558 ათასი ბარელით დღე/ღამეში. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ოპეკში არ შემავალმა თერთმეტმა ქვეყანამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე