ეკონომიკის მინისტრი ლარის მკვეთრ გაუფასურებას ძირითად სავაჭრო პარტნიორებში არსებულ ვითარებას უკავშირებს

საქართველო, თბილისი - 14:10 | 13.12.2016
ნანახია: 1303

ეკონომიკის მინისტრი ლარის მკვეთრ გაუფასურებას ძირითად სავაჭრო პარტნიორებში არსებულ ვითარებას უკავშირებს. ამბობს, რომ ეს  მოკლევადიანი თემაა და ეროვნული ვალუტის დასტაბილურებას პროგნოზირებს.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ ვართ პატარა, ღია ეკონომოკა. შესაბამისად, უნდა ვიყოთ მზად და უნდა ვიაზრებდეთ იმას, რომ მოვლენები, რომლებიც ვითარდება ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებში, შეუძლებელია რომ არ აისახოს ჩვენს ეკონომიკაზე. ის, რაც დღეს ხდება ლარის კურსთან დაკავშირებით, ეს არის ის ვოლატილობა, რომელიც აისახება თურქეთის ლირასთან მიმართებაში. შესაბამისად, ეს არის მოკლევადიანი თემა. ჩვენ ველოდებით დასტაბილურებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარია ამბობს, რომ მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის 4-პუნქტიანი გეგმაც მიმართულია ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკის ზრდის დასაჩქარებლად - "ეკონომიკური ზრდა იყოს უფრო სწრაფი, რაც „არის ერთადერთი საშაულება ლარის კურსის გრძელვადიანი დასტაბილურებისთვის“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე