ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 17:42 | 12.12.2016
ნანახია: 1279

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.

ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.6154 ლარი გახდება. კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.5887 ლარს შეადგენდა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა.

კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7713 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.7474 ლარს შეადგენდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე