ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5738 ლარი გახდა

საქართველო, თბილისი - 17:24 | 08.12.2016
ნანახია: 1747

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.5738 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5739 ლარს შეადგენდა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7787 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7590 ლარს შეადგენდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე