საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ევროპისა და ახლოაღმოსავლეთის ქვეყნებში გაეცნენ

საქართველო, თბილისი - 17:22 | 08.12.2016
ნანახია: 1272

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ „თურქეთის ავიახაზების" მხარდაჭერით საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში პრეზენტაცია გამართა. ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში ჩატარებულ პრეზენტაციას 30-მდე ტუროპერატორი დაესწრო. ესტონეთში, ტალინის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ ღონისძიებაზე 20-მდე ტუროპერატორი და ჟურნალისტი იყო წარმოდგენილი.

ბალტიისპირეთის სახელმწიფოების შემდეგ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ "თურქეთის ავიახაზების" მხარდაჭერით პრეზენტაცია გამართა ისრაელის ქალაქ თელ-ავივში და თურქეთში.  სტამბულში  სასტუმრო "Hilton Istanbul Bosphorus-ში  გამართულ  ღონისძიებას 50-მდე ტუროპერატორი დაესწრო. ღონისძიებებზე საქართველოს მიმართულებით არსებული ავიარეისების შესახებ  პრეზენტაცია გამართა  ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზებმა."




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე