აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის 11 თვის გეგმა 36%-იანი გადაჭარბებით შესრულდა

საქართველო, თბილისი - 13:37 | 05.12.2016
ნანახია: 1289

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის გეგმა 36%-იანი, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის გეგმა 23,13%-იანი გადაჭარბებით შესრულდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის იანვარ-ნოემბრის  გეგმა 146 მლნ 329 ათას 900 ლარი იყო, თუმცა შესრულებამ 198 მლნ 994 ათასი ლარი, ანუ 136% შეადგინა.

სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადების მუხლი, 11 თვის მონაცემებით, 134,5 %-ით შესრულდა, სხვა შემოსავლების მუხლი 230,2 %-ით, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი 101,8%-ით.

რაც შეეხება 11 თვის ნაერთი ბიუჯეტის გეგმას, ის 229 მლნ 184 ათას 400 ლარი იყო, თუმცა გეგმა 23,1%-ით გადაჭარბდა და შესრულებამ 282 მლნ 140 ათას 900 ლარი შეადგინა. საბიუჯეტო მონაცემები ცხადყოფს, რომ აჭარის ნაერთი ბიუჯეტის გადასახადების მუხლი 25,3%-იანი გადაჭარბებით, სხვა შემოსავლების მუხლი 27,4%-იანი გადაჭარბებით, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი მხოლოდ 95,1%-ით შესრულდა.

რაც შეეხება თვითმართველ და მუციპალურ ბიუჯეტებს მათი შესრულების მონაცემები ასე გამოიყურება: ბათუმი - 95%-ი, ქობულეთი - 143,3%-ი, ხელვაჩაური - 102,4%-ი, ქედა - 113,3%-ი, შუახევი - 122,7%-ი და ხულო - 121,1%-ი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე