20 დეკემბერს სტამბოლში ბოსფორის ქვეშ გამავალი საავტომობილო გვირაბი გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 11:37 | 05.12.2016
ნანახია: 1618

სტამბოლში კიდევ ერთი გრადიოზული პროექტი ამოქმედდება. 20 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნება ბოსფორის ქვეშ გამავალი საავტომობილო გვირაბი, რომელიც სტამბოლის ევროპულ და აზიურ ნაწილებს ერთმანეთთან დააკავშირებს.

თუმცა ვიდრე გვირაბი გაიხსნება, მანამდე მისი სახელია შესარჩევი. სახელის შერჩევა კი თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო გამოკითვის საფუძველზე მოხდება, სადაც ხმის მიცემა 10 დეკემბრამდეა შესაძლებელი.

გვირაბის პროექტის პირველადი სახელი „ევრაზია“  (Avrasya Tüneli) იყო, თუმცა საბოლოო არჩევანის გაკეთება ამჯერად თურქეთის მოსახლეობას მოუწევს.

14,6 კმ-იანი წყალქვეშა გვირაბის მშენებლობა 1,25 მლრდ დოლარი დაჯდა.

გვირაბის საშუალებით აზიურ და ევროპულ ნაწილებს შორის გადაადგილების დრო 1 სთ-ით მცირდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე