ქართულ ბაზარზე ისრაელური წამყვანი არქიტექტურული კომპანია შემოვიდა

საქართველო, თბილისი - 13:30 | 02.12.2016
ნანახია: 1451

ისრაელის წამყვანმა არქიტექტურულმა კომპანიამ MYS Architects-მა საქართველოში წარმომადგენლობა გახსნა. იგი ქართულ ბაზარზე იმუშავებს, როგორც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის წევრი კომპანია.

MYS Architects სახელს უკავშირდება ისრაელში არაერთი შთამბეჭდავი პროექტი, რომლებიც  ხარისხისა და ნოვატორობის სინონიმები გახდა. კომპანიაში  აღნიშნავენ, რომ MYS Architects-მა  უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა თანამედროვე თელ ავივის არქიტექტური სახის შექმნაში.  კომპანიას შექმნილი აქვს  პროექტები ისეთი სფეროებისთვის, როგორიცაა სავაჭრო, საცხოვრებელი, ჯანდაცვის, სასტუმრო და საზოგადოებრივი სექტორები. ეს პროექტები განხორციელდა არა მარტო ისრაელში, არამედ მსოფლიოს 32 ქვეყანაში. კომპანიის კრეატიულ ჯგუფს შეადგენს  ხუთი დამოუკიდებელი  სტუდია.

MYS Architects -ს უკვე აქვს საქართველოში მუშაობის გამოცდილება. მისი პროექტის მიხედვით აშენდა თბილისში სავაჭრო და გასართობი ცენტრი „ისთ პოინტი“.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი რონი ლაიში აცხადებს, MYS Architects ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ სერიოზული მოთამაშედ ყალიბდება, იწყებს  მსხვილი არქიტექტურული პროექტების განხორციელებას და საკუთარი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე