საქართველოს კორეის რესპუბლიკის ბიზნესდელეგაცია სტუმრობს

საქართველო, თბილისი - 17:45 | 30.11.2016
ნანახია: 2976

30 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში კორეის რესპუბლიკის ბიზნეს-დელეგაცია იმყოფება, რომელსაც  სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საელჩოს კომერციული დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე ბ-ნი. კიმ ხამინი უხელმძღვანელებს.  დელეგაციის შემადგენლობაში 9  კომპანიის  წარმომადგენლები არიან, რომელთა მიზანს ქართულ კომპანიებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება წარმოადგენს.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით 1 დეკემბერს 10 საათზე, სასტუმრო „Tbilisi Marriott“-ში, გაიმართება ქართული და კორეული საქმიანი წრეების წარმომადგენელთა შეხვედრა, სადაც მხარეებს საშუალება ექნებათ პირისპირ გამართონ მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში გაიმართება პრეზენტაციები, მათ შორის ,,Kotra’’-ს დელეგაციის მხრიდან.  საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაციის ფორმატში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლები ისაუბრებენ.

კორეის ბიზნეს- დელეგაციის წევრი კომპანიები რამდენიმე სფეროს წარმოადგენენ და მათი ინტერესები ქართულ კომპანიებთან მიმართებაშიც შესაბამისია.

9 კორეული კომპანია სამშენებლო მასალების, წლის გამათბობელი სისტემის, სტომატოლოგიური იმპლანტების, ავტონაწილებისა და კოსმეტიკის წარმოების სფეროს წარმოადგენს. ასევე მათი ინტერესის სფეროა ფარმაცევტიკა და ნარჩენების გადამუშავება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე