ტურიზმის ადმინისტრაციისა და ავიაკომპანია "Atlasglobal"-ის ორგანიზებით თურქეთიდან ინფოტური გაიმართა

საქართველო, თბილისი - 14:22 | 30.11.2016
ნანახია: 1497

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ავიაკომპანია "Atlasglobal"-ის ორგანიზებით, საქართველოს თურქეთიდან  7 უმსხვილესი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი და ცნობილი ტურისტული ჟურნალის რედაქტორი ესტუმრა.  3 დღიანი ინფოტურის ფარგლებში ტუროპერატორებმა თბილისის ისტორიული უბნები დაათვალიერეს, ეწვივნენ კახეთის რეგიონს, სადაც ღვინის მარნები და სასტუმროები მოინახულეს.  ტუროპერატორებს შორის არის  თურქეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის "Tursab"-ს წარმომადგენელი. „Tursab" ტურისტულ ბაზარზე 40 წელზე მეტია ფუნქციონირებს და თურქეთის უმსხვილეს ტურისტულკომპანიების აერთიანებს. 

თურქ ტუროპერატორებს სასტუმრო ,,რედისონში" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა. 

უცხოეთიდან ჟურნალისტებისა და ტუროპერატორების ტურებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად ახორციელებს. მარტო 2016 წელს საქართველოს 600 მდე ჟურნალისტი და 300 მდე ტუროპერატორი ეწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე