ზურაბ ალავიძე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 14:20 | 30.11.2016
ნანახია: 1372

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს იეშიმ ელჰან-კაიალარსა და წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილეს გიორგი კიზირიას შეხვდა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებსაც სამინისტრო აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით და მხარდაჭერით ახორციელებს. აღნიშნულ პროექტთა შორისაა: გზების, ხიდებისა და გვირაბების, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია და ა.შ.  

შეხვედრაზე ყურადღება აღნიშნული პროექტების მიმდინარეობასა და სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე გამახვილდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე