ეკონომიკური საბჭოს აპარატი გაუქმდა

საქართველო, თბილისი - 17:05 | 29.11.2016
ნანახია: 1320

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტში ასახულია ადმინისტრაციული ხარჯებისა და ბიუროკრატიული აპარატის შემცირება.

„უქმდება ეკონომიკური საბჭოს აპარატი, მნიშვნელოვნად მცირდება ხარჯები სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში; საინვესტიციო სააგენტო უერთდება მეწარმეობის სააგენტოს; დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტო აღარ დაფინანსდება ბიუჯეტიდან”, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე