სათამაშო ბიზნესში მოსაკრებელი იზრდება

საქართველო, თბილისი - 16:42 | 29.11.2016
ნანახია: 1570

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სათამაშო ბიზნესში მოსაკრებელი იზრდება.

მისივე თქმით, დაგეგმილი ცვლილებების განხორციელება უზრუნველყოფს ბიუჯეტში დამატებითი რესურსის მობილიზებას, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ახალი ავტომაგისტრალების მშენებლობას, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროექტების გაგრძელებას მოხმარდება

„ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ დაგეგმილი ცვლილებები გაზიარებულია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ და მათი განხორციელების შემდეგ, ჩვენ საერთაშორისო ფონდებიდან ქვეყანაში დამატებით რამდენიმე მილიარდი დოლარის მოზიდვის შესაძლებლობა გვიჩნდება. აღნიშნული ღონისძიებები ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციაში. თუმცა, ლარის სტაბილურობის მიმართულებით, სხვა ნაბიჯების გადადგმასაც ვგეგმავთ, რომლებიც ვფიქრობთ, რეალური ეფექტის მომტანი იქნება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე