ლარი გაუფასურებას განაგრძობს - ეროვნული ბანკი ახალ კურსს აქვეყნებს

საქართველო, თბილისი - 17:11 | 28.11.2016
ნანახია: 1517

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნულმა ბანკმა 29 ნოემბრის, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. განახლებული მონაცემების მიხედვით, ხვალიდან ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.5078 ლარი იქნება, მაშინ როდესაც, 26 ნოემბრის მონაცემებით, ერთი დოლარი 2.5026 ლარს შეადგენდა.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა.

ხვალ ერთი ევროს შეძენა 2.6670 ლარად იქნება შესაძლებელი. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე