1-ელ დეკემბერს, საქართველო-კორეის ბიზნესფორუმი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 16:36 | 28.11.2016
ნანახია: 1358

1-ელ დეკემბერს, საქართველო-კორეის ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელიც მიზნად  ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს.

ბიზნესფორუმის ფარგლებში გაიმართება ასევე ორმხრივი (B2B) შეხვედრები. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 70-მდე კომპანია.

კორეის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში (თბილისის ოფისი) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას კორეული კომპანიებისთვის საქართველოში და ასევე ქართული საწარმოებისთვის რომლებიც დაინტერესებულნი იქნებიან კორეაში ბიზნესით კორეელ პარტნიორებთან  ერთად.

საქართველო-კორეის ბიზნესფორუმი 9:00 საათიდან 18:00 საათამდე, სასტუმრო სასტუმრო Marriott-ში, გაიმართება

აღსანიშნავია, რომ  საქართველოს სამხეთ კორეის ბიზნეს-დელეგაცია ,,Kotra’’ 30 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით ეწვევა, რომელსაც  კორეის რესპუბლიკის საელჩოს კომერციული დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე კიმ ხამინი უხელმძღვანელებს.  დელეგაციის შემადგენლობაში 9  კომპანიის  წარმომადგენელია, რომელთა მიზანს ქართულ კომპანიებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება წარმოადგენს.
კორეული კომპანიები სამშენებლო მასალების, წლის გამათბობელი სისტემის, სტომატოლოგიური იმპლანტების, ავტონაწილებისა და კოსმეტიკის წარმოების სფეროს წარმოადგენენ. ასევე მათი ინტერესის სფეროა ფარმაცევტიკა და ნარჩენების გადამუშავება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე