ლარი ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 17:30 | 25.11.2016
ნანახია: 1708

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.

26 ნოემბერს ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.5026  ლარი იქნება.

25 ნოემბერს ოფიციალური კურსი 2.4852 ლარი იყო.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა.

ხვალ ერთი ევროს შეძენა 2.6505 ლარად იქნება შესაძლებელი. 

ლარის გაუფასურების წინა პიკი მიმდინარე წლის 28 იანვარს დაფიქსირდა, მაშინ ერთი დოლარი 2.499 ლარი ღირდა. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე