მაია მელიქიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 16:20 | 21.11.2016
ნანახია: 1187

საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრცეველი მაია მელიქიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) წარმომადგენლებს შეხვდა.

მაია მელიქიძემ სსფ-ის მისიის ხელმძღვანელთან მერსედეს ვერა-მარტინსთან და საქართველოში სსფ-ის მუდმივ წარმომადგენელთან ფრანსუაპეჰშოსთან შეხვედრისას ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმებისა და მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის შესახებ ისაუბრეს.

როგორც მაია მელიქიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკის წინსვლისთვის მნიშვნელოვანია ინკლუზიურ ზრდაზე ორიენტირებულიეკონომიკური განვითარების გეგმის რეალიზაცია და მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის თითოეული კომპონენტის რეალიზაცია წინგადადგმული ნაბიჯია.

„მნიშვნელოვანია ამ გეგმის სწრაფად განხორციელება, რადგან ეკონომიკურ აქტივობას და ტურიზმის ზრდას უზრუნველყოფს წლის ნებისმიერ დროსდა საქართველოს ყველა კუთხეში”, - განაცხადა მაია მელიქიძემ.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, ქვეყანაში მიმდინარე საგადასახადო რეფორმას და ესტონურ მოდელზე გადასვლას.

მაია მელიქიძის განცხადებით, მნიშნელოვანია ასევე, ქვეყანაში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე