საქართველოს ბანკის სათაო ოფისში “Welcome to Georgia“-ს შესახებ ინფორმაცია გაჟღერდება

საქართველო, თბილისი - 12:37 | 21.11.2016
ნანახია: 1775

ხვალ, 22 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ბანკის სათაო ოფისში გაგარინის 29ა გაიმართება პრესკონფერენცია,  ტურიზმის ეროვნული დაჯილდეობის “Welcome to Georgia“-ს შესახებ.

დაჯილდოვების ოფიციალური მხარდამჭერია საქართველოს ბანკი. “Welcome to Georgia“-ს პროექტში, მონაწილეობა 300-ზე მეტმა ნომინანტმა მიიღო. აღნიშნული პროექტის მიზანია, ხელი შუწყოს საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

პრესკონფერენციას დაესწრებიან: საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების დეპარტამეტის უფროსი ზურა მასურაშვილი; თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე; საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე; ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების დამფუძნებელი და აღმასრულებელი პარტნიორი მარინა ჩაიკა და  „ბიდიო საქართველოს“ პარტნიორი ივანე ჟუჟუნაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე