საშობაო შოპინგისთვის ყველაზე ხელსაყრელი ქალაქი მიუნხენია

საქართველო, თბილისი - 15:19 | 18.11.2016
ნანახია: 1350

ბრიტანული კომპანია Post Office-მა საშობაო შოპინგისთვის ხელსაყრელი ევროპული ქალაქების რეიტინგი შეადგინა. კვლევამ აჩვენა, რომ საშობაო დღესასწაულებზე ყველაზე ხელსაყრელი ვაჭრობა მიუნხენშია.

კვლევისას სპეციალისტებმა  6 ძვირადღირებული ნივთების ფასები შეადარეს და დასკვნა ასე გამოიტანეს. შედარება მოხდა iPad-ის, Levi's-ის ჯინსის,  Clinique-ის ტუჩსაცხის და სხვა ნივთების, რომელიც პოპულარულია და საკმაოდ ძვირიცაა. გაირკვა, რომ აღნიშნული „ნაკრების“ ყველაზე დაბალი იაფი 874 ევროა და მისი შეძენა ამ ფასად მხოლოდ მიუნხენშია შესაძლებელი.

ანალოგიური „ნაკრების“ ფასი ბუდაპეშტში 913  ევროა, ხოლო სტრასბურგში 932 ევრო.

„ტოპ-10“-ში მოხვდნენ ასევე რიგა, ვენა, ბერლინი, ლილი, სტოკჰოლმი, კოპენჰაგენი და პრაღა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე