„აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში კიდევ ორი საწარმო გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 17:29 | 17.11.2016
ნანახია: 1363

„აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში კიდევ ორი საწარმო გაიხსნება. მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ბიტუმოვანი ნივთიერებების მწარმოებელი საწარმო სს „რუსთავოილს" ქალაქ რუსთავში მდებარე 97621.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 6 შენობა-ნაგებობა სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცემა.

კომპანია 2 342 904 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და წელიწადში არანაკლებ 25 000 ტონა ნავთობის ბიტუმის წარმოებას უზრუნველყოფს. სულ დასაქმდება 40 ადამიანი.

ასევე, შპს „ზ.ნ. ინოვაცია ჯორჯიას" გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მარტყოფში, ვაზიანის დასახლებაში მდებარე 8816.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 7 შენობა-ნაგებობა სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცემა. შეიქმნება პლასტმასის ან/და მისი ნაწარმის გადამამუშავებელი საწარმო. კომპანია 616 976 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და წელიწადში არანაკლებ 3 000 ტონა პლასტმასის (ან/და მისი ნაწარმის ნარჩენების, ჩამონაჭრების ან/და ჯართის) წარმოებას უზრუნველყოფს. სულ დასაქმდება 35 ადამიანი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე