EBRD-ი და ბიზნეს ასოციაცია „ქალები მომავლისათვის“ შეხვედრას გამართავენ

საქართველო, თბილისი - 16:40 | 16.11.2016
ნანახია: 1409

მეწარმეობის განვითარების კვირეულის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ბიზნეს ასოციაცია „ქალები მომავლისთვის“ გამართავენ ერთობლივ შეხვედრას თემაზე - ქალთა მეწარმეობის განვითარება საქართველოში.

ევრობანკი უმასპინძლებს შეხვედრას, რომელსაც დაესწრებიან ქალი მეწარმეები და მენეჯერები, ქალთა ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორისა და საბანკო სფეროს წარმომადგენლები. შეხვედრაზე საქართველოს ბანკი წარადგენს საკრედიტო ხაზს მეწარმე ქალებისთვის, რომელიც ევრობანკის მეწარმე ქალების დახმარების პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. მომხსენებლები აგრეთვე ისაუბრებენ სიახლეებზე და ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობებზე. შეხვედრის მეორე ნაწილში მონაწილეები ჩაერთვებიან 5 სამუშაო ჯგუფში და იმსჯელებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა: 1) სტარტაპები - საჭიროებები, შესაძლებებლობები და პრობლემები; 2) ადამიანური რესურსების მართვა; 3) ცვილებების მართვა ბიზნესში; 4) მარკეტინგი და 5) ექსპორტის მენეჯმენტი.

მეწარმე ქალების დახმარების პროგრამა არის რეგიონალური ინიციატივის ნაწილი, რომელიც მოიცავს სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას. პროგრამა დაფინანსებულია შვედეთის, ევროკავშირისა და ევრობანკის გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების (ETC) ფონდის* მიერ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე