ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა

საქართველო, თბილისი - 17:30 | 14.11.2016
ნანახია: 1287

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ხვალიდან, ერთი დოლარის ოფიციალური ფასი2.4890 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4899 ლარს შეადგენდა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6797 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7098 ლარს შეადგენდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე