PSP-მ „ბიზნესის ეროვნული ჯილდო“ მიიღო

საქართველო, თბილისი - 12:00 | 14.11.2016
ნანახია: 1263

PSP-მ, როგორც ლიდერმა კომპანიამ ფარმაცევტულ ბაზარზე, მორიგი აღიარება მოიპოვა და „ბიზნესის ეროვნული ჯილდო“ მიიღო. ბიზნესის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კვლევების კომპანია „გორბის“ მიერ იქნა ორგანიზებული. გამოკითხვების შედეგად PSP, როგორც ინოვაციური კომპანია, ხუთი ნომინაციით გახდა გამარჯვებული. ესენია: ეფექტური მენეჯმენტი, ახალი ტექნოლოგიები, სახალხო აღიარება, პროფესიონალთა გუნდი, საინვესტიციო მიმზიდველობა.

„PSP უკვე 22 წელია ფარმაცევტულ ბაზარზეა და ამ პერიოდის განმავლობაში მრავალი ჯილდო მიგვიღია. „ბიზნესის ეროვნული ჯილდო“ ჩვენთვის იმ წარმატებული საქმიანობის აღიარებაა, რომელსაც ჩვენ ორ ათწლეულზე მეტია ვაკეთებთ. მოხარული ვართ, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევებით ჩვენ ხუთ ნომინაციაში გავხდით გამარჯვებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის ნომინაცია „სახალხო აღიარება“. მოხარული ვართ, რომ საშუალება გვაქვს, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში შევიტანოთ წვლილი და უფრო მეტად გვიხარია, რომ ამას საზოგადოებაც ხედავს და სხვადასხვა გამოკითხვებში ჩვენს ლიდერობას და წარმატებას ადასტურებს,“ - აცხადებენ PSP-ში.

მედია ჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ და კვლევების კომპანია „გორბი“ ბიზნესრეიტინგის 1995 წლიდან ატარებს. „PSP“ წლის საუკეთსო ბიზნეს კომპანიად არაერთხელ დასახელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე