ლარი ისევ გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 17:09 | 11.11.2016
ნანახია: 1312

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4899 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4773 ლარს შეადგენდა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7098 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6995 ლარს შეადგენდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე