სტამბოლში დაგეგმილ თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივ ბიზნესფორუმში 90-მდე ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას

საქართველო, თბილისი - 14:52 | 11.11.2016
ნანახია: 1275

16 ნოემბერს სტამბოლში დაგეგმილ თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივ ბიზნესფორუმში 90-მდე ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.  საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივნის ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძის განმარტებით, საქართველო ინვესტორებისათვის მიმზიდველი ქვეყანაა და მათ დასაინტერესებლად ყველა პლათფორმა უნდა იქნეს გამოყენებული.

„ჩვენი მიზანი და სურვილია საქართველოში მეტი ინვესტორი ჩამოვიდეს. საქართველოს დიდი საინვესტიციო პოტენციალი გააჩნია და ამის მაქსიმალური გამოყენება უნდა მოხდეს“, აცხადებს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივნი, რომელსაც იმედი აქვს, რომ ფორუმის შემდგომ რამდენიმე ბიზნესგარიგებაც დაიდება.

16 ნოემბერში სტამბულში დაგეგმილი ბიზნესფორუმიდან ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე ინვესტორების სამშენებლო და საფეიქრო მრეწველობაში ინვესტირებით დაინტერესებას პროგნოზირებს.

უკვე ცნობილია, რომ ფორუმში მონაწილეობას სამივე ქვეყნის ეკონომიკის მინისტრები მიიღებენ. ფორუმზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ინვესტორებს საქართველოს მაკროეკონომიკურ პარამეტრებს და ბიზნესშესაძლებლობების შესახებ მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას.
ფორუმის ფარგლებში განხილული იქნება ერთობლივი პროექტები და ასევე ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე