ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ACI Europe-ის ხუთეულშია

საქართველო, თბილისი - 13:18 | 10.11.2016
ნანახია: 1338

TAV Georgia-ს მფლობელობაში არსებულ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, 2016 წლის სექტემბრში (წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით) მგზავრთა ნაკადი 52.5%-ით გაიზარდა.

აღნიშნულ პერიოდში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 51654 მგზავრს მოემსახურა. არსებული მაჩვენებლით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ევროპის იმ აეროპორტებს შორის მოხვდა, რომელთა წლიური მგზავრთა ნაკადი 5 მილიონს არ აღემატება.

ევროპის 234 აეროპორტის მგზავრთა ნაკადის ზრდის პროცენტული მონაცემები, ევროპის საერთაშორისო აეროპორტების საბჭომ გამოაქვეყნა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე