არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა 25 ნოემბრიდან დაიწყება

საქართველო, თბილისი - 16:01 | 09.11.2016
ნანახია: 1252

არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა 25 ნოემბრიდან დაიწყება. აჭარის მტავრობის გადაწყვეტილებით, გასული წლების მსგავსად, სუბსიდია მხოლოდ სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინს შეეხება. სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება. 10 თეთრს გადაიხდის საწარმო, შესაბამისად სამეწარმო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, "TCF GEORGIA" და "აგროინვესტსერვისი" ციტრუსის მიღებას მიმდინარე წელის 10 ნოემბრიდან დაიწყებენ.  რაც შეეხება რეგიონში ციტრუსის მიმღებ/გადამამუშავებელ ახალ საწარმოს, ის ექსპლუატაციაში 15 ნოემბრიდან შევა. ხოლო არასტანდარტული მანდარინის საწარმო შპს "Georgian industrial Asset Management Group"-ი 25 ნოემბრიდან არასტანდარტული ციტრუსის მიღებას დაიწყებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე