ციტრუსის სეზონზე კიდევ ერთი ახალი საწარმო ამოქმედდება

საქართველო, თბილისი - 13:45 | 09.11.2016
ნანახია: 1282

აჭარაში ციტრუსის სეზონზე კიდევ ერთი ახალი ციტრუსის მიმღებ დამხარისხებელ-შემფუთავი საწარმო გაიხსნება. რომელმაც 150 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. რომელიც დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ დაათვალიერეს. საწარმო ექსპლუატაციაში 15 ნოემბრის შევა და უკვე მზად იქნება ციტრუსის მისაღებად. ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, რომლებიც ევროსტანდარტების მოთხოვნებს პასუხობს. ასევე საწარმოში სამომავლოდ იგეგმება 100 ტონიანი სამაცივრე მეურენობის მოწყობა.

აღნიშნული საწარმო 24 საათის განმავლობაში შეძლებს 200 ტონა ციტრუსოვანთა ნაყოფის მიიღება-დახარისხებას და პარაფინირებას. საწარმოში ციტრუსის შეფუთვა მოხდება ევროსტანდარტების მიხედვით, პალეტებად შეკრულ 15 კილოგრამიან ტევადობის პლასმასის ყუთებში. საწარმო მიმდინარე წლის ციტრუსის სეზონზე მიიღებს და გადაამუშავებს 3000 ტონამდე ციტრუსოვანთა ნაყოფს, რომელიც რუსეთის და უკრაინის ბაზარებზე იქნა ექსპორტირებული. საწარმოში 40-მდე ადამიანია დასაქმებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე