ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა

საქართველო, თბილისი - 16:56 | 08.11.2016
ნანახია: 1350

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4462 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4466 ლარს შეადგენდა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7031 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7081 ლარს შეადგენდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე