საქართველოში ბელგიის ბიზნეს-დელეგაცია „AWEX TRADE MISSION”-ი იმყოფება

საქართველო, თბილისი - 16:26 | 08.11.2016
ნანახია: 1351

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ინოვაციების სააგენტოს მოწვევით საქართველოში ბელგიის ბიზნეს-დელეგაცია „AWEX TRADE MISSION” იმყოფება. ვიზიტის მოტივი ინვესტიციების განხორციელება და შესაბამისი პარტნიორების მოძიებაა.  6 ბელგიური კომპანიის წარმომადგენლები ძირითადად ენერგო-სექტორით, საკვები პროდუქტების  დანამატების წარმოებითა და სამედიცინო სფეროთი არიან დაინტერესებულნი.

ერთ-ერთი ბელგიური კომპანია „გალაქტიკი“, რომელიც საკვები დანამატების სფეროთია დაინტერესებული სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით უკვე შეხვდა  რამდენიმე ქართულ კომპანიას. მათ შორის: „მარშეს“, „ეურალექსს“, „გაგრა პლსს“, „ეფეს ჯორჯიას“, „სანტე“-სა და კომპანია „შვიდს“.

ბელგიური კომპანია „ტელემისი“ კი, რომელიც სამედიცინო საქმიანობითაა დაინტერესებული უკვე შეხვდა „ნიუ ჰოსპიტალს“, EVEX/GHG”-ს, „GACIR”-ს და „St John The Merciful Private Clinic“-ს.

ვიზიტის ფარგლებში, ტექნოპარკში მოეწყო შეხვედრა-სემინარი, რომელსაც ბელგიის ელჩი აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქმენეთში- ბერტ შუფი დაესწრო. სემინარის ფარგლებში ბელგიური ბიზნეს-დელეგაცია 6 სტარტაპს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბელბიურმა ბიზნეს-დელეგაციამ ტექნოპარკი დაათვალიერა. მათი ნაწილი თბილისის შემდეგ ბათუმში- ადგილობრივ კომპანიებთან გამართავს შეხვედრებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე