8 ნოემბერს, საქართველო-რუსეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 17:53 | 07.11.2016
ნანახია: 1844

8 ნოემბერს, საქართველო-რუსეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ბიზნეს ფორუმი საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და მისი წევრი კომპანიის „უნივერს ბიზნეს ჯგუფის“ ორგანიზებით მოეწყობა.

 ბიზნეს ფორუმში რუსეთის მხრიდან წარმოდგენილი იქნება კომპანიები შემდეგი სექტორებიდან: ინფრასტრუქრურა, ენერგეტიკა  და მშენებლობა. რუსეთიდან წარმოდგენილი კომპანიები დაინტერესებული არიან შესაბამისი ბიზნეს სექტორების წარმომადგენელ ქართულ კომპანიებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთოებების გააქტურებითა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარებით.        

 ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი (B2B) შეხვედრები. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 80-მდე კომპანია.

ბიზნეს ფორუმი გაიმართება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე