თიბისი ბანკის პერსონალურ მომსახურებას მსოფლიოს საბანკო ანალიტიკოსები საუკეთესოს სტატუსს ანიჭებენ
საქართველო, თბილისი - 11:45 | 07.11.2016 ნანახია: 1345თიბისი ბანკი ერთადერთი ქართული ბანკია, რომელიც პერსონალური მომსახურების მსოფლიო სტანდარტს აკმაყოფილებს.
ეს სტატუსი თიბისი ბანკის პირად მომსახურებას მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალებმა „The Banker’’ და „Professional Wealth Management“ (PWM) მიანიჭეს.
სამი წელია, რაც საქართველო, როგორც ქვეყანა ამ ჟურნალების მიერ ორგანიზებულ საბანკო დაჯილდოებას დაემატა და მას შემდეგ საუკეთესო პირადი მომსახურებისათვის თიბისი ბანკი იმარჯვებს. დაჯილდოების ცერემონია ლონდონში გაიმართა და მას 220 ბანკირი ესწრებოდა მსოფლიოს მასშტაბით. სულ რეგიონებისა და ქვეყნების კატეგორიებში 81 ჯილდო გაიცა.
წელს ეს უკვე მეორე ჯილდოა თიბისი ბანკისათვის საუკეთესო პერსონალური მომსახურების კატეგორიაში. კიდევ ერთი ავტორიტეტული ფინანსური ჟურნალის, Global Finance-ის ჯილდოც თიბისი ბანკს ერგო, როგორც საუკეთესო პერსონალური მომსახურების მქონე ბანკს საქართველოში.
„საამაყოა ასეთი საპატიო ჯილდოს მიღება. ეს არის დასტური იმისა, რომ ჩვენ წლიდან წლამდე წარმატებულად ვაგრძელებთ პერსონალური საბანკო მომსახურების განვითარებას,“ - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
„თიბისი ბანკს აქვს მომსახურების მრავალფეროვანი მოდელები, როგორც დიზაინის, ისე კონცეფციის მხრივ. ჰყავს საუკეთესო მომსახურე მენეჯერები და ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რომლითაც ის ლიდერია საქართველოს ბაზარზე. ჯილდო თიბისი ბანკმა პერსონალური მომსახურების სფეროში თავისი მრავალმხრივი შესაძლებლობებისა და ბოლო რამდენიმე წლის განმავლოში ბაზარზე წარმატებული გაფართოებისთვის მოიპოვა,“ - განაცხადა PWM-ის რედაქტორმა, იური ბენდერმა.
მსოფლიოს ავტორიტეტული ფინანსური ჟურნალების, „The Banker’’, „Professional Wealth Management“ (PWM) და “Global Finance” ჯილდო ყოველწლიურია და ის იმ საბანკო სექტორის ლიდერებს გადაეცემათ, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ოპერირებენ. გამარჯვებულებს სპეციალური კომისია რამდენიმე კრიტერიუმზე დაყრდნობით არჩევს. ეს არის ბაზრის კვლევა, ინდუსტრიის ანალიტიკოსების, მმართველებისა და მომხმარებლების შეფასებები.
თიბისი ბანკის გარდა, საუკეთესო პერსონალური მომსახურების მქონე ბანკებად დასახელდა ისეთი ავტორიტეტული ბანკები, როგორებიცაა UBS, Citi, JP morgan. BNY Mellon, Société Générale, BNP Paribas, Barclays და ა.შ.
პოლიტიკა
- რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა
- დავით კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო
- ჩვენ უკან დგას ხალხი - შალვა პაპუაშვილი
- მუქარის შემცველი შეტყობინებები, საცხოვრებელ სახლებთან შეურაცხმყოფელი წარწერები და აქციები, მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო დაუღალავად ვიმუშაოთ - გიორგი კალანდარიშვილი
საზოგადოება
- "შენ ხარ შავი ლაქა" | ცესკო-ს სხდომაზე დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხა
- 30 წელი სიყვარულით - „ავერსი“!
- იძებნებიან აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის N6-ის მიმდებარედ ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირები - სეს-ი
- „ავერსის კლინიკაში“ ,,გამა ნაიფის“ (Gamma knife) პრეზენტაცია გაიმართა
სამართალი
- საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა