"ბონდი 2009“ ბათუმში 903 ათას ლარიან პროექტს ახორციელებს

საქართველო, თბილისი - 16:12 | 04.11.2016
ნანახია: 1435

კომპანია ,,ბონდი 2009“ ბათუმში 903 ათასი ლარის ღირებულების პროექტს ახორციელებს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბაქოს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

ასევე, ჭავჭავაძის ქუჩიდან შავშეთის ქუჩამდე მონაკვეთში დაზიანებული ასფალტის საფარის აყრა და ბორდიურების გამოცვლა მიმდინარეობს.

ტროტუარზე დაიგება ახალი დეკორატიული ფილები. მოეწყობა პანდუსები და უსინათლოთა ბილიკები. აღნიშნულ მონაკვეთში დასრულებულია მიწისქვეშა სამუშაოები: უკვე შეცვლილია წყლის, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები. ტერიტორიის სრული კეთილმოწყობა დეკემბრის ბოლოსთვის დასრულდება.
პროექტის ღირებულება 903 ათას 820 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ბონდი 2009“ ასრულებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე