Express Bank-მა ქუთაისში კიდევ ერთი ახალი სერვისცენტრი გახსნა

საქართველო, თბილისი - 14:53 | 04.11.2016
ნანახია: 2135

Express Bank-ი, ყველაზე მარტივი ბანკი ქვეყნის მასშტაბით სერვისცენტრების ქსელის გაფართოვებას განაგრძობს. დღეს ქალაქ ქუთაისში Express Bank-ის კიდევ ერთი ახალი სერვისცენტრი გაიხსნა. მომხმარებელი Express Bank-ით სარგებლობას, ი.ჭავჭავაძის გამზირზე 67-ში ნომერშიც შეძლებს.

Express Bank-ის სერვისცენტრებში მომხმარებელს საშუალება აქვს მარტივად შეასრულოს ნებისმიერი სტანდარტული ტიპის საბანკო ოპერაცია, ასევე ისარგებლოს Express სესხით, Express ანაბრით და ახლა უკვე Express Card-ზე სრულიად ახალი ფუნქციით - ბანკის მიერ დამტკიცებული 1500 ლარამდე საკრედიტო ლიმიტით.

საქართველოს მასშტაბით, მომხმარებელს ყველაზე მარტივი მომსახურება Express Bank-ის 124 სერვისცენტრში შეუძლია მიიღოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე