გირვანქა სტერლინგი დოლართან მიმართებაში გამყარდა

საქართველო, თბილისი - 18:47 | 03.11.2016
ნანახია: 1367

ბრიტანული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებაში თითქმის ერთი პროცენტით გამყარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ ბრექსიტის შესახებ ახალი გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლოს დადგენილებით, მთავრობა ევროკავშირიდან გასვლის პროცედურას პარლამენტთან შეუთანხმებლად ვერ დაიწყებს. მანამდე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აცხადებდა, რომ პროცედურას საკანონმდებლო ორგანოსთან შეუთანხმებლად მომავალი წლის მარტში დაიწყებდა. ევროკავშირიდან გასვლას მხარი გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობამ ივნისის სამიტზე დაუჭირა.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე